weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

მთავარია, არასოდეს დათანხმდეთ ოკუპაციას – ალიევის რჩევა უკრაინას

16:39 პარასკევი, 29 აპრილი 2022

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა უპასუხა შეკითხვას, რას ურჩევდა დღეს უკრაინას. ამ კონტექსტში, მან ყარაბაღის ბოლო, 44-დღიანი ომის გამოცდილებაზე ისაუბრა.

„ჩვენს გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ არასოდეს დათანხმდე ოკუპაციას. მოლაპარაკებების დროს, ბევრი სხვადასხვა მომენტი იყო და ბევრ სხვადასხვა გზავნილს ვიღებდი დასავლელი კოლეგებისგან. ერთ-ერთი მათგანი იყო: თქვენ უნდა გაითვალისწინოთ რეალობა, აზერბაიჯანმა წააგო ყარაბაღის პირველი ომი და თქვენი მოქმედებები არსებულ რეალობას უნდა ეფუძნებოდეს. იყო მცდელობები, ერჩიათ, რომ ჩვენ გვჭირდება ჩვენი ტერიტორიულ ერთიანობასთან დაკავშირებული საკითხის გათვალისწინება და მე ყოველთვის ვამბობდი - „არა“. მე ვამბობდი, რომ აზერბაიჯანი, მე და აზერბაიჯანელი ხალხი არასოდეს დათანხმდებოდა კიდევ ერთი სომხური ე.წ. სახელმწიფოს შექმნას ჩვენს ტერიტორიაზე, არასდროს! საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ სიკვდილამდე ვიბრძოლებდით.

ჩემი კომენტარები ხშირად იყო ინტერპრეტირებული როგორც მტრული, აგრესიული. ყოველთვის აკრიტიკებდნენ ჩემს რიტორიკას და კონსტრუქციულს უწოდებდნენ სოხეთის ლიდერისას. დიახ, ისინი კონსტრუქციულები იყვნენ, მათ უნდოდათ ოკუპაცია, უნდოდათ, რომ მთიანი ყარაბაღის სეპარატისტების დამოუკიდებლობას დავთანხმებოდით, უნდოდათ კონტროლი შეენარჩუნებინათ ჩვენი ტერიტორიის დიდ ნაწილზე - ფაქტობრივად, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქსა და სომხეთს შორის ტერიტორიაზე. ჩემი პოზიცია იყო არა, ჩვენ არასოდეს დავთანხმდებით.

ასე რომ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, პირველი რიგში, არასოდეს დათანხმდე ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, არცერთ შემთხვევაში. მეორე – გაკვეთილი, რომელიც ვისწავლე ოკუპაციის ამ პერიოდის განმავლობაში, არის ის, რომ საკუთარი რესურსების იმედი უნდა გქონდეს. მესამე – არ დაეყრდნო საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებსა და რეზოლუციებს. მათ რაიმე ღირებულება არ გააჩნიათ.

გაეროს უშისროების საბჭომ ოთხი რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მოთხოვნილი იყო სომხეთის ჯარების გაყვანა, სრულად და დაუყოვნებლივ, ჩვენი ტერიტორიებიდან, თუმცა 27 წლის განმავლობაში ისინი თავისით არ შეასრულეს. ისინი, ვინც რეზოლუციები მიიღეს, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან. მე მათ ვეკითხებოდი, რატომ არ აღასრულეთ თქვენს მიერ მიღებული რეზოლუციები, რაზეც პასუხი აშკარა იყო, ოკუპაციასთან დაკავშირებული სიტუაცია მათთვის მისაღები იყო, მისაღები იყო სომხეთისთვის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებისთვის. ის არ იყო მისაღები ჩვენთვის, ჩვენ უმცირესობაში ვიყავით. ჩვენ უნდა გვეცხოვრა რეალობაში და გაგვეცნობიერებინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებისგან დახმარება არ იქნებოდა. ახლა მე არ ვსაუბრობ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე, ის ცოტა განსხვავებულია ამ მხრივ.

რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გვყოლოდა ძლიერი არმია და ამისთვის საჭირო იყო ძლიერი ეკონომიკა. ყველაფერი თანმიმდევრულად გაკეთდა, ერთი მეორეს მიყოლებით, ხანდახან კი ერთმანეთის პარალელურად. ჩვენ გვჭირდებოდა ახალი თაობა. მათი თაობა, ვინც სამშობლოს დასაცავად სიკვდილზე წავიდოდა. ასეთი თაობა აღიზარდა და უმრავლესობას, ვინც ყარაბაღისთვის დაიღუპა, ყარაბაღი არასოდეს ენახა. ახალგაზრდა, პატრიოტული თაობა, რომელსაც დიდი მოტივაცია აქვს.

რა თქმა უნდა, ძლიერი არმიის ყოლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ჩვენ ეს გავაკეთეთ. ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ეს უპირველესი ამოცანა იყო წლების განმავლობაში. ამიტომ იყო, რომ სამხედრო დანახარჯები პირველი იყო დანახარჯებს შორი. მეორე იყო განათლება. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამის გარეშე ვერ აღზრდი პატრიოტ ხალხს, რომელიც წავა და მიწებს უკან დაიბრუნებს. და რა თქმა უნდა, დიდი მოტივაციაა საჭირო. ჩვენ მოტივირებულებულები ვიყავით, მზად ვიყავით ბოლომდე გვებრძოლა იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნებოდა სომხეთის მხარეს და ჩვენ ვაცნობიერებდით, რომ მათ მხარეს ბევრი იქნებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ ამან ჩვენ ვერ გაგვაჩერა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ამას საჯაროდ აკეთებს.

„დიახ, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვაქვს უკრაინასთანაც. საერთასორისო სამართლის პრინციპები არ უნდა იყოს ინტერპრეტირებული პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით“, – აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]